ჩაის სარგებლიანობა

                                                          ჩაის სარგებლიანობა

ევროპელმა ექიმებმა ჩაის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს.
1641 წელს, ჰოლანდიელმა ექიმმა ნიკოლს დერეკმა თავის მეცნიერული კვლევებზე დაფუძნებით განაცხადა რომ არცერთ სხვა მცენარეს არ გააჩნდა მსგავსი ღირშესანიშნავი თვისებები და რომ ჩაის სმის ჩვევა იცავს ხალს ყველა სახის დაავადებებისაგან და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
1678 წელს მეორე ჰოლანდიელმა ექიმმა კორნელის ბონტეკომ გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი “ჩაი – ეს შესანიშნავი სასმელი”,  სადაც მან ჩამოთვალა ჩაის შემდეგი სასარგებლო თვისებები:




ჩაის ძალა

ჩაის შემდეგი თვისებები გააჩნია:
  • ასუფთავებს სისხლს
  • ხელს უშლის ცუდ სიზმრებს
  • ეხმარება გონებას ბნელი ფიქრებისაგან გათავისუფლებაში
  • კურნავს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს
  • შესანიშნავი წამალია გაციების დროს
  • აქრობს ლორწოს და სინესტეს ორგანიზმში
  • კურნავს სურდოს
  • აუმჯობესებს მხედველობას
  • ამაღლებს განწყობას და იცავს ღვიძლის დაავადებებისაგან
  • კურნავს შარდის ბუშტის დაავადებებს
  • ამსუბუქებს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას
  • აფხიზლებს
  • ხელს უწყობს აზროვნებას
  • ააქტიურებს და მატებს ენერგიას
  • ამხნევებს
  • ეხმარება შიშის დაძლევაში
  • ასუსტებს ძლიერ ტკივილებს
  • აძლიერებს შინაგან ორგანოებს
  • აძლიერებს მეხსიერებას
  • წმინდავს ნაღველს
  • აძლიერებს სექსულაურ ენერგიას
  • კლავს წყურვილს (http://www.geo-tea.ge/page_40_89494.html)

No comments:

Post a Comment