საქართველოში ჩაის შემოსვლის თარიღად XIX საუკუნის 30 წლებს ასახელებენ. იმ პერიოდისათვის მეჩაიეობას მხოლოდ მისი მოყვარულები და ენთუზიასტები აწარმოებდნენ.
ჩაის კულტურა საქართველოში შემოტანილი იქნა ჩინეთიდან და მას ასეთი პატარა ისტორია ახლავს. თავადმა მიხა ერისთავმა პირველად ნახა ჩაის კულტურა ჩინეთში, დააგემოვნა მისი ნაყენი და რადგან გურიის რეგიონის ჰავა, სადაც იგი ცხოვრობდა ( ქ. ოზურგეთის მახლობლად) ძალიან გავდა ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს, გადაწყვიტა იგი საქართველოში შემოეტანა და გაეშენებინა. იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის თესლის ან ნერგის გატანა სასტიკად აკრძალული იყო, ამიტომ თავადმა ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩაალაგა და ასე გადმოიტანა ჩინეთის საზღვარზე. აქედან დაედო საფუძველი საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელებას. შემდგომში კი აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჩაი მსოფლიოში ცნობილია თავისი საუკეთესო შემადგენლობითა და თვისებებით. (ვრცლად): http://www.geo-tea.ge/page_40_89492.html
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში სხვა ენთუზიასტების ძალისხმევით, ქართული ჩაის ხარსხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, 1899 წელს პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ჩაის ბუჩქი, რომელიც საქართველოში გაიზარდა შეიძლებოდა გამხდარიყო უმაღლესი ხარისხის ნედლეულის მომცემი, როგორც მწვანე, ასევე შავი ბაიხის ჩაის დასამზადებლად.
დიდი მნიშვნელობა ქართულ ჩაის მიენიჭა XX საუკუნის 20 –იან წლებში. მაშინ მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების მიზნით. შეიქმნა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოყვანილი იქნა ახალი ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან განუმეორებელი სინაზითა და არომატით.
No comments:
Post a Comment