Sunday, December 9, 2012

რძიანი შავი ჩაი


რით არის სასარგებლო რძიანი შავი ჩაი 
 
ჩაის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. განსაკუთრებით ხშირად მწვანე ჩაის სიკეთეზე ლაპარაკობენ, თუმცა მას არც შავი ჩაი ჩამოუვარდება, განსაკუთრებით, თუ შავ ჩაის რძესაც შეურევთ.


ახალმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ რძიანი შავი ჩაი კარგი საშუალებაა გულის პრობლემების პროფილაქტიკისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დღეში სამი ფინჯანი შავი ჩაი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევის რისკს. ეს ჩაიში შემავალი ბუნებრივი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. რძის დამატებისას კი შავი ჩაის დადებითი თვისებები უფრო ძლიერდება.

შავი ჩაი სასარგებლოა ასაკოვანი ქალბატონებისთვისაც. ასაკის მატებასთან ერთად მათი ძვლები სულ უფრო მყიფე ხდება, დღეში ოთხი ფინჯანი შავი ჩაის დახმარებით კი ძვლებს სიმტკიცე შეემატებათ. საერთოდ, მეცნიერები ოპტიმალურ დღიურ ნორმად 3-8 ფინჯან ჩაის მიიჩნევენ. და თუ ჩაის კარგ კომპანიაშიც მიირთმევთ, ეს მთელ დღეს გაგიხალისებთ.

No comments:

Post a Comment