Sunday, December 9, 2012

თეთრი ჩაი

                                                                 თეთრი ჩაი

რა არის თეთრი ჩაი?

თეთრი ჩაი არის კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლები რომელთა გადამუშავებაც ხდება თავისებური მეთოდით.

ის ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი არსებული ოთხი ჩაის ტიპთაგან (თეთრი, მწვანე, წითელი და შავი). თეთრი ჩაი თითქმის არ გადის დამუშავების პროცესს და ამის გამო გამოირჩევაა ნედლი ფოთლების და ბალახის გემოთი. ის აგრეთვე შეიცავს კოფეინის ყველაზე ნაკლებ და ანტიოქსიდანტების ყველაზე მაღალ რაოდენობას.


რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?

ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.

მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის  ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.


ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.


თეთრი ჩაის გადამუშავება

თეთრი ჩაი წარმოადგენს მსუბუქად დახვეულ ნედლ ზედა ფოთლებს, რომლებიც საერთოდ არ  გადიან დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.

დაჟანგვის პროცესის შეჩერების მიზნით, თეთრი ჩაის მთლიანი ფოთლების (ყოველგვარი დამსხვრევის ან დამტვრევის გარეშე) ღუმელში გამოშრობა ხდება მათი ჰაერზე გაშრობისთანავე.


გამომშრალ ფოთლებს ვერცხლისფერი დაკრავს რადგანაც მათ  შენარჩუნებული აქვთ ახალგაზრდა ფოთლისთვის დამახასიათებელი თეთრი ბუსუსები. სწორედ ამიტომაა რომ ყველაზე პოპულარულ თეთრ ჩაის ვერცხლისფერი ნემსები  ეწოდება.

რძიანი შავი ჩაი


რით არის სასარგებლო რძიანი შავი ჩაი 
 
ჩაის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. განსაკუთრებით ხშირად მწვანე ჩაის სიკეთეზე ლაპარაკობენ, თუმცა მას არც შავი ჩაი ჩამოუვარდება, განსაკუთრებით, თუ შავ ჩაის რძესაც შეურევთ.


ახალმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ რძიანი შავი ჩაი კარგი საშუალებაა გულის პრობლემების პროფილაქტიკისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დღეში სამი ფინჯანი შავი ჩაი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევის რისკს. ეს ჩაიში შემავალი ბუნებრივი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. რძის დამატებისას კი შავი ჩაის დადებითი თვისებები უფრო ძლიერდება.

შავი ჩაი სასარგებლოა ასაკოვანი ქალბატონებისთვისაც. ასაკის მატებასთან ერთად მათი ძვლები სულ უფრო მყიფე ხდება, დღეში ოთხი ფინჯანი შავი ჩაის დახმარებით კი ძვლებს სიმტკიცე შეემატებათ. საერთოდ, მეცნიერები ოპტიმალურ დღიურ ნორმად 3-8 ფინჯან ჩაის მიიჩნევენ. და თუ ჩაის კარგ კომპანიაშიც მიირთმევთ, ეს მთელ დღეს გაგიხალისებთ.

შავი ჩაი

                                                        შავი ჩაი
ექსპორტი“-ს შავი ჩაი მზადდება სამხრეთ კავკასიონის მაღალმთიან, სელექციური ჯიშებით გაშენებულ პლანტაციებში, დილით მოკრეფილი ნაზი 1-2 ფოთლიანი ყლორტებისაგან. ამ ბრენდისთვის განკუთვნილი პლანტაციებში განოყიერების მიზნით გამოიყენება მხოლოდ ორგანული სასუქები.

ჩაის ექსტრაქტი, ძვირფასია გემოთი და სურნელოვნებით, არის დიეტური და შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს. ახდენს დადებით ზეგავლენას  ადამიანის ნერვულ სისტემაზე და ასტიმულირებს გულის მოქმედებას.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სუბტროპიკული მთიანეთის თბილი კლიმატი, სუფთა წყალი და ორგანული საკვები ელემენტებით გაჯერებული ნიადაგი განაპირობებს ჩაის ფოთლის განსაკუთრებულ ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ  პოტენციალს, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი შავი ჩაის მიღებას, მისთვის დამახასიათებელი პიკანტური გემოთი, ვარდისა და თაფლის ყვავილოვანი არომატებით.

„გურიელი ექსპორტის“ შავი ჩაი წარმოდგენილია სამნაირი შეფუთვით, ესენია დასაყენებელი (100 გრ), 25 ერთჯერადი ჩაის პაკეტი(50გრ) და 25 ერთჯერადი ჩაის პაკეტი კონვერტით (50გრ).

შემცველობა: შავი ჩაი. პროდუქცია შეიცავს P და C ვიტამინებს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.               რეკომენდირებულია  ჩაის გამოყენება ვადის გასვლამდე. ჩაის ნედლად შენახვისათვის მოათავსე  ჰერმეტულ ჭურჭელში. არ შეიცავს პესტიციდებს, ჰერბიციდებს და სხვა შხამქიმიკატებს, გადამუშავებულია  ყოველგვარი დანამატების, კონსერვანტების, ემულგატორების და საღებავების გარეშე. ( http://gurieli.ge/?page=warmoeba&sid=11&mnu=1)

ლეგენდები ჩაის წარმოებაზე

                                               ლეგენდები ჩის წარმოებაზე

ჩაის წარმოშობაზე უამრავი ლეგენდა არსებობს და ყველა ეს ლეგენდა ამტკიცებს, რომ ამ კულტურის სამშობლო ჩინეთია.
ძველ ჩინეთში ცხოვრობდა ბრძენი ბერი დარამა. იგი მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ერთხელ, მედიტაციის დროს, ბერს თვით ბუდა გამოეცხადა. ასეთი სასწაულის ხილვით გაოცებულმა დარამამ გადაწყვიტა, იმ დღიდან თვალმოუხუჭავად ელოცა. ასეც მოიქცა, მაგრამ ერთ დღეს ვეღარ გაძლო, ქუთუთოები დაუმძიმდა და ჩაეძინა. “ყველაფერში ჩემი წამწამებიდა დამნაშავე”, – თქვა ბრძენმა, ყველა წამწამი ამოიძრო და მიწაზე დაყარა. იმ ადგილას ჩაის ბუჩქი ამოიზარდა. მას შემდეგ ბუდისტ ბერებს ურჩევდნენ, მედიტაციის დროს ჩაი ესვათ, რათა არ ჩასძინებოდათ. საგულისხმოა, რომ “ჩაი” და “სიფხიზლე” ჩინურ ენაში ერთი იეროგლიფით აღინიშნება.
IV-V საუკუნეებში ჩრდილოეთ ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ ყველაზე კარგი ჩაი ამ მცენარის ნორჩი, ქორფა ფოთლებისგან მზადდებოდა. ამიტომ ეწოდა სასმელს “ჩა“, რაც ჩრდილო ჩინურ დიალექტზე “ნორჩ ფოთოლს” ნიშნავდა. სიტყვა “ჩაი” სახმელეთო, კონტინენტური გზით გავრცელდა როგორც რუსეთში, ისე საქართველოშიც – ჩვენ ხომ ჩინეთთან უძველესი სახმელეთო-სავაჭრო “აბრეშუმის გზა” გვაკავშირებდა.
ევროპაში გავრცელებული ჩაის აღმნიშვნელი სიტყვა “თი” კი ჩინეთის სამხრეთ დიალექტზე ნიშნავდა ჩაის და რადგან ევროპელები ძირითადად ჩინეთის სამხრეთში ზღვით ხვდებოდნენ, ამიტომ ჩაის სახელი “თი”-ც სამხრეთული დიალექტიდან აიღეს. (http://ucnauri.com/92499/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98/)

ჩაი,მისი წარმოება და კლასიფიკაცია

                                                 ჩაი 

ჩაი (ჩინ. 茶 «ჩა» IPA /tʂʰɑ˧˥/, იაპ. 茶 «ჩა» IPA /tɕä/) — სასმელი მიღებული ჩაის ფოთლების ან ბუჩქის დაყენებით. უფრო ვრცელი გაგებით — ნებისმიერი ფურცლოვანი და ბალახოვანი დაყენებული სასმელი. ჩაის ასევე უწოდებენ განსაკუთრებული წესით მომზადებულ ჩაის ფოთოლს, რომელიც ამ სასმელისთვის არის განკუთვნილი.
  
                                                                  ჩაის წარმოება...
  • ღნობა 32-40 გრადუსზე რომლის შედეგად ფოთლის ტენიანიბა 75–78% დან დაიყვანება 60–62%–მდე.
  • გრეხა, რომლის შედეგად იშლება ფოთლის უჯრედები დაახლოებით 80–დან 85%–მდე.
  • ფერმენტირება
  • გამოშრობა 90-95 გრადუსზე
  • გამდიდრება (დაარისხება)
  • დაფასოება                                            
  • შეფუთვა                                                                                                                                                                                         

                   ჩაი რამოდენიმე ნაწილად იყოფა წარმოშობის მიხედვით

                                                                                 (კლასიფიკაცია)

     

    • ჩინური ჯიში (Thea sinensis sinensis): ჩინური, იაპონური, ქართული და ა.შ.
    • ასამური ჯიში (Thea sinensis assamica): ინდური, ცეილონური და ა.შ.
    • კამბოჯური ჯიში, რომელიც წარმოადგენს ჰიბრიდს.